„საფერავი ქვევრის“-მზადდება კახეთში გაშენებული უძველესი ქართული ვაზის ჯიშ საფერავისაგან.ხასიათდება მუქი ბროწეულის,იისფერი შეფერილობით.მასში ერთმანეთს ხალისიანად ენაცვლება მაყვლის,ალუბლის,ტყის კენკრის,ქლიავის არომატი და გემო,რაც მას ანიჭებს ინდივიდუალურობას.მისი უნიკალურობა წინაპართა ტრადიციებთან სიახლოვეში გამოიხატება.
„ქისი ქვევრის“-მზადდება ქართული უძველესი ყურძლის ჯიშ ქისისაგან.რთველზე მორჩეული ყურძენი დუღდება ქვევრში 4-5 დავარგებით ზედმიწევნითი მოვლა პატრონობით.აქვს მუქი ჩალისფერი.გამოირჩევა ნაზი ხილის და ჩირის სურნელითა და გემოთი.არის ჰარმონიული,რბილი და სამკურნალო თვისებების მქონე.
„ხიხვი ქვევრის“ მზადდება ქართული უძველესი ვაზის ჯიშ ხიხვისაგან. აქვს ოქროსფერი მომწვანო ტონი. დუღილის შემდეგ 4-5 თვიანი დავარგებით ჩვენს ჩაურევლად დაგოზილ ქვევრში. გამოირჩევა მინდვრის ყვავილების,მომწიფებული ხილის სასიამოვნო სურნელითა და გემოთი,არის დახვეწილი და ხავერდოვანი.აქვს მაღალი ანტიოკსიდანტული სამკურნალო თვისებები.
„მაწვანე ქვევრის“-მზადდება კახეთში მოყვანილ ყურძნის ჯიშ „კახური მწავე“-საგან. აქვს ჩალისფერი მომწვანო შეფერილობა. დუღილის შემდეგ 4-5 თვიანი დავარგებით ჩვენს ჩაურევლად დაგოზილ ქვევრში. იგრძნობა დამწიფებული ხილის და სხვადასხვა ჩირის არომატი და გემო,რაც ხალისიანად ერწყმის ერთმანეთს დაგემოვნებისას. არის სრული და ხავერდოვანი.
“რქაწითელი ქვევრის“ - მზადდება ქართული უძველესი ვაზის ჯიშ რქაწითელისგან,რომელიც ყენდება წინაპართა ტრადიციების მკაცრი გაზიარებით სრულ ჭაჭასტან (კლერტი,მარცვალი) ერთად. დუღილის შემდეგ 4-5 თვიანი დავარგებით ჩვენს ჩაურევლად დაგოზილ ქვევრში.გამოირჩევა მუქი ჩალისფერი ოქროს შეფერილობთ.თაფლის,ყვავილებისა და მოხალული ნიგვზის ტონები ერთმანეთს დინამიურად ენაცვლება,რაც მას სისრულეს და ელეგანტურობას ანიჭებს.