კომპანია „ქვევრის ღვინის მარანი“ 2015 წლიდან, ეფუძნება საგვარეულო ქვევრის ღვინის წარმოების 350 წლიან ტრადიციებს. საგვარეულო ტრადიციის აღდგენა ეყრდნობა მრავალწლიან გამოცდილებას ქვევრის ღვინის წარმოებაში წინაპართა ტრადიციების გათვალისწინებით.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიციური სპეციალისტებისაგან, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და უძველეს ტრადიციებზე დაყრდნობით, მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს ვქმნით.
"ქვევრის ღვინის მარანი" მიაწოდოს ქართული უძველესი ვაზის ჯიშებისაგან დაყენებული ტრადიციების შესაბამისი ქვევრის მაღალ ხარისხიანი ღვინო. ჩვენ მივისწრაფვით ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრისკენ.
„ქვევრის ღვინის მარანი“ დამკვიდრდეს ისეთ განვითარებად კომპანიად, რომელიც ორიენტირებულია, შექმნას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტი.
პასუხისმგებლობა - ჩვენთვის მომხმარებლის კმაყოფილება უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად შეგვიძლია მომხმარებელს მუდმივად მივაწოდოთ მაღალი ხარისხისა და უძველესი ტრადიციების ქვევრის ღვინო.
შედეგებზე ორიენტირებულობა - ჩვენ ვქმნით შესაძლებელს თქვენი მოლოდინები ვაქციოთ რეალობად.
კეთილსინდისიერება - ჩვენთან ურთიერთობა ყოველთვის ღია და გამჭვირვალეა.